суббота, 12 ноября 2016 г.

INTELIS III დღე
  პროექტების სწავლების მესამე დღეს მარეხიმ გვთხოვა მოკლედ წარმოგვედგინა ჩვენი განსახორციელებელი პროექტების თემები.მისგან მივიღეთ კონკრეტული რჩევები,პირადად მე მირჩია, რომ კარგად დავფიქრებულიყავი არჩეული ტემის გარშემო,რათა შემდგომში არ გამჭირვებოდა კონკრეტული მიზნების დასახვა და განხორციელება.შემდეგი ეტაპი იყოგეგმაზე მუშობა,შევარჩიეთ პროექტის თემის სათური და სავარაუდო ხანგრძლივობა,ვცადეთ ტრენინგის მსვლელობის პროცესშივე გამოგვეყო ჩვენი მიზნები და რა შედეგძე გავიყვანთ ამით მოსწავლეებს,ასევე განვსაზღვრეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვიტ გავალთ თუ არა მაღლი სააზროვნო უნარების განვითარების შედეგებზე.განვსაზღვრე 21-ე საუკუნის რა უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს ამ პროექტში მონაწილეობა.ასევე მარეხიმ აგვიხსნა რომ აუცილებელია მოსწავლეების მომზადება კითხვების მეშვეობით,რომ ეს კითხვები უნდა იყოს კარკვეული თანმიმდევრობის და რაოდენობის.

ჩემი ძლიერი მხარე კვლავ არის ტექნიკური ფლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების,რაც მიადვილებს სწრაფად მოვახდინო დავალებების შესრულება,ანუ სწრაფად ორიენტირებაში მეხმარება,ჩემი სუსტი მხარეა მოუთმენლობა J.ვფიქრობ ძალიან შრომატევადი იყო დღევანდელი დღე ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე ,ცოტა გამიჭირდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий