воскресенье, 11 декабря 2016 г.

ინტელის IX დღე
დღეს ვნახეთ ჯგუფის თითოეული პედაგოგის დასრულებული პროექტი.საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ,რომ არც  თუ ცუდად გავრკვეულვართ,გოგოებს საკმაოდ კარგი პროექტები ქონდათ.მარეხისაგან მივიღეთ მითითებები,რათა გამოგვესწორებინა ხარვეზები და შედარებით სრულყოფილი სახე მიგვეცა ჩვენი პროექტებისთვის.

воскресенье, 4 декабря 2016 г.

ინტელის VII დღე
გავეცანით მოდულ ხუთს,შეფასების ფორმებს,5 სტრატეგიას თავისი მეთოდებითა და ინსტრუმენტებით.სავარაუდოდ შევარჩიე ჩემი პროექტის ფარგლებში რომელს გამოვიყენებ,თუმცა გავიგეთ რომ ხუთივე სტრატეგიის გამოყენება სავალდებულოა.მივიღეთ დავალებები,იმედი მაქვს თავს გავართმევ,ცოტა დაბნეული ვარ....

суббота, 3 декабря 2016 г.

ტრენინგის VI დღე

დღეს დავწყვილდით და ერთმანეთის პროექტების შინაარსები და მიზნები მოვისმინეთ.გავცვალეთ მოსაზრებები და რჩევები.ასევე ვისაუბრეთ როგორ შეიძლება მოსწავლემ შექმნას საპრეზენტაციო ნამუშევარი პროექტის ფარგლებში.ჩვენც მოვირგეთ მოსწავლის როლი და სავარაუდო მონახაზები გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრისა.საინტერესო შეხვედრა იყო,

суббота, 26 ноября 2016 г.

ინტელის v დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება,ასევე ფოტოების ატვირთვა ,სასარგებლო ბმულების დალინკვა.ბლოგისთვის ჩვენთვის სასურველი დიზაინის შექმნა.ასევე მესამე  მოდულიდან გავეცანით აქტივობა ორი,ნაბიჯი ორიდან-საავტორო უფლებებს,და როგორ დავლინკოთ საავტორო უფლებების დაცვით ჩემთვის საჭირო ინფორმაცია.

воскресенье, 13 ноября 2016 г.

INTELIS IV დღე
  პროექტების სწავლების მეოთხე დღეს მარეხიმ გვთხოვა  წარმოგვედგინა ჩვენი პროექტისთვის გამზადებული კითხვები,განვიხილეთ  ყველამ ერთად და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და წინარე ცოდნის დასადგენ რა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია.

დღეს ვერ ვიპოვე ძლიერი მხარე ჩემში,რატომღაც ძალიან შრომატევადი იყო ეს დღეც და დავიღალე,თუმცა საბოლოოდ მგონი გავერკვიე.

суббота, 12 ноября 2016 г.

INTELIS III დღე
  პროექტების სწავლების მესამე დღეს მარეხიმ გვთხოვა მოკლედ წარმოგვედგინა ჩვენი განსახორციელებელი პროექტების თემები.მისგან მივიღეთ კონკრეტული რჩევები,პირადად მე მირჩია, რომ კარგად დავფიქრებულიყავი არჩეული ტემის გარშემო,რათა შემდგომში არ გამჭირვებოდა კონკრეტული მიზნების დასახვა და განხორციელება.შემდეგი ეტაპი იყოგეგმაზე მუშობა,შევარჩიეთ პროექტის თემის სათური და სავარაუდო ხანგრძლივობა,ვცადეთ ტრენინგის მსვლელობის პროცესშივე გამოგვეყო ჩვენი მიზნები და რა შედეგძე გავიყვანთ ამით მოსწავლეებს,ასევე განვსაზღვრეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვიტ გავალთ თუ არა მაღლი სააზროვნო უნარების განვითარების შედეგებზე.განვსაზღვრე 21-ე საუკუნის რა უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს ამ პროექტში მონაწილეობა.ასევე მარეხიმ აგვიხსნა რომ აუცილებელია მოსწავლეების მომზადება კითხვების მეშვეობით,რომ ეს კითხვები უნდა იყოს კარკვეული თანმიმდევრობის და რაოდენობის.

ჩემი ძლიერი მხარე კვლავ არის ტექნიკური ფლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების,რაც მიადვილებს სწრაფად მოვახდინო დავალებების შესრულება,ანუ სწრაფად ორიენტირებაში მეხმარება,ჩემი სუსტი მხარეა მოუთმენლობა J.ვფიქრობ ძალიან შრომატევადი იყო დღევანდელი დღე ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე ,ცოტა გამიჭირდა.

воскресенье, 6 ноября 2016 г.

Intelis ტრენინგის II დღე
მეორე დღეს ყველაზე მთავარი რაც იყო ჩემთვის,გავიგე როგორ ხდება ბუკლეტის შექმნა,თავადაც მოვსინჯე ძალები და დავამზადე ბუკლეტი.ინტელის ტრენინგებში სწორედ ეს მომწონს, რომ არ აქვს ლექციური ხასიათი და სწავლება ხდება კეთებით.ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც დღეს გავიგე არის ბლოგის შექმნა,ბლოგი დამეხმარება ჩემი ნაშრომები ერთად ავკინძო,გავხადო საჯარო,ხელმისაწვდომი კოლეგებისთვის,მშობლებისათვის,ყველა დაინტერესებული პირისათვის.დღესაც ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნოლოგიების ფლობა.
Intelis ტრენინგის I დღე
პირველი დღე ნამდვილად აღმოჩნდა საინტერესო,რადგან გავეცანით მთლიანი ტრენინგის ფარგლებში გასავლელ მასალებს ზოგადად,ასევე ზუსტად გავიგე რა არის პროექტი,რა ეტაპებისაგან უნდა შედგებოდეს ის, რომ ჩაითვალოს პროექტად.შევქმენი ჩემი პორტფოლიო,რომელშიც შემდეგ ჩემს  მიერ დაგეგმილ პროექტის მასალებს განვათავსებ.ჩემი ძლიერი მხარე ვთვლი რომ იყო კომპიუტერის ფლობა,რადგან აღარ მჭირდება ზედმეტი ძალისხმევა მუშაობისას,ასევე მეტნაკლებად პროექტის არსის ცოდნა.